კომპანია „აგრიპა“ გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეული ნედლეულისგან შექმნილი არარაფინირებული ძმრების განუმეორებელ კოლექციას, რომელიც დამზადებულია უძველესი რეცეპტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამჟამად კომპანია 100 %-ით ნატურალური პროდუქტით აწარმოებს სხვადასხვა სახეობის არარაფინირებულ ძმრებს. ჩვენს მიერ შექმნილი თითოეული ძმრის სახეობას ახასიათებს განსაკუთრებული არომატი, დახვეწილი გემო და გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებით. კომპანია არსებობს 2015 წლიდან. „აგრიპას“ ძმრების წარმოება შეესაბამება მსოფლიოში დანერგილ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი დანადგარებით.